პროექტის სახელწოდება: წელიწადის დროები
პროექტის მთავარი იდეა: შეისწავლონ წელიწადის დროები და ა.შ.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: Pპროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მიეჩვიონ ჯგუფურ მუშაობას,თანამშრომლობას,განუვითარდეთ მოსმენის დაფიქრების უნარები და პასუხის მგებლობის გრძნობა,ბუნების სილამაზის აღქმის უნარი.
პროექტის მიზნები შედეგები: Pპროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ წელიწადის დროების თავისებურებებს.აგრეთვე გაიაზრონ რომელი დროა მათთვის ყველაზე საყვარელი და რატომ. გაიმდიდრონ ლექსიკა,გაიღრმავონ ცოდნა. თემა დაეხმარება მოსწავლეებს ესგ-ის მიხედვით დადგენილ შემდეგი შედეგების მიღწევაში.
A1.ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციას.
2.გადმოსცემს მარტივ ინსტრუქციას მისთვის ნაცნობ თემაზე.
3.ქმნის ტექსტის შესატყვის ილუსტრაციებს.
4.გამოხატავს თავის დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ.
მონაწილეთა ასაკი:
12–13წ მე–6 კლასი
ვადები და ხანგრძლივობა:
5 გაკვეთოლი,ერთი კვირა
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,პლაკატები წელიწადის დროები,თაბახის ფურცლები,მაკრატელი,პანქრები,კომპიუტერი
და პროექტორი
სასწავლო პროექტის მსვლელობა: Pპროექტს დაეთმობა 5 დღე
1-დღე პროექტის ტემის გაცნობა კითხვების მეშვეობით
1.რამდენი დროა წელიწადში?
2.რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი და რატომ?
შემდეგ მასწავლებელი კომპიუტერის მეშვეობით ბავშვებს აჩვენებს ინტერნეტში მოძიებულ სურათებს და ვიდეომასალას წელიწადის დროებზე
1-ჯგუფს ევალება ნასწავლი მასალიდან ლექსების, გამოცანებისა და მოთხრობების მოძებნა.
2-ჯგუფს ევალება დახატონ ან გამოჭრონ წელიწადის დროების ამსახველი ნახატები.
3-ჯგუფს კი დაელავება პატარა წიგნაკების დამზადება კლასის ყველა მოსწავლისათვის.
ისინი ამ წიგნაკებში ჩაწერენ მათთვის საყვარელ წელიწადის დროს და შესაბამის სურვილებს.
2-დღე მოსწავლეებს მიერ ნასწავლი ლექსების, გამოცანების და მოთხრობების გამოკითხვა.
3-დღე დასრულებული ჩანახატებისა და სურათების გამოფენა.
4-დღე მოსწავლეები იმუშავებენ მე-3 ჯგუფის მიერ დამზადებულ წიგნაკებში.
5-დღე შემაჯამებელი გაკვეთილი.
შეფასების საგანი და პროცედურები: Mმოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფში თანამშრომლობაში,ჩართულობაში,პრეზენტაციაში.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: უნდა იცოდნენ ანბანის ყველა ასო,რამდენი დროა წელიწადში.გაიხსენონ წინასაანბანო თვეებში ნასწავლი ენისგასატეხები წელიწადის დროებზე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო, პლაკატები, წელიწადის დროები, თაბახის ფურცლები, მაკრატელი, ფანქრები, კომპიუტერი და პროექტორი.
პროექტის ხელმძღვანელი: ოქსანა
დუმანიან
ელ-ფოსტა: oqsanadumanjan@gmail.com